среда, 18 ноября 2015 г.

სასწავლო პროექტი - დავით აღმაშენებლის მეფობა

პროექტის თემა: დავით აღმაშენებლის მეფობა.
პროექტის იდეა: წარმოაჩინოს საქართველოს ძლიერების ხანა მეფე დავითის დროს, მისი ღვაწლი, თუ რა ცვლილებები მოხდა საქართველოში მისი გამეფებით,მისი როლი ისტორიაში,მის მიერ გატარებული რეფორმები,რომელმაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.
პროექტის მიზნები:კვლევის,ინფორმაციის მოძიების და კრიტიკული აზროვნების განვითარება.მოსწავლეები გაეცნობიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დავითის მეფობის ხანა საქართველოში.
მოსწავლეთა ასაკი:15 წელი.
ვადა,ხანგრძლივობა: 1თვე.
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები: პროექტის ბოლოს შევქმნით ბლოგს,სადაც ავტვირთავთ თემის ირგვლივ მოპოვებულ მასალასა და ინფორმაციას,აქ თანმიმდევრულად იქნება ასახული თუ რა ცვლილებები მოხდა საქართველოს 
ისტორიაში,დავითის მეფობის დროს.ამავე თემით შეიქმნება კედლის გაზეთი.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: წიგნი,კომპიუტერი,თვალსაჩინოებები.
უნარ-ჩვევები: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,ანალიტიკური აზროვნების,სინთეზური აზროვნების,   შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.ისწავლიან პროექტზე   მუშაობას,შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტის მსვლელობა:  საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ,შეიქმნება პროექტის  გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები.მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად: მოსწავლეთა ერთ ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია დავითის გამეფებასთან დაკავშირებით.
მეორე ჯგუფს დაევალება მოიძიონ ინფორმაცია დავითის საშინაო-საგარეო პოლიტიკის შესახებ.მესამე ჯგუფი შექმნის საპრეზენტაციო ფაილებს.თითოეული ჯგუფი დათქმულ ვადაში წარმოადგენს მოპოვებულ მასალას.შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია.პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ.IX.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.
*ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს.
*ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და სტრუქტურებს,მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ.
ისტ.IX.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
*მჯელობს სხვადასხვა ეპოქაში,ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კილაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiakiladze8@gmail.com. 

Комментариев нет:

Отправить комментарий